დენის შმიგალი: ევროკავშირი და ნატო უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია

დენის შმიგალი: ევროკავშირი და ნატო უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ევროკავშირი და ნატო უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია. ამ მიზნისკენ ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ. ამ გზებზე ვისაუბრე სპიკერთან, კახა კუჭავასთან. მადლიერი ვარ მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერისთვის, უკრაინელი და ქართველი ხალხების სასარგებლოდ“, - აღნიშნავს უკრაინის მთავრობის მეთაური.