„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთ ფრაქციაში ერთიანდებიან

„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთ ფრაქციაში ერთიანდებიან


15:02, 03.06.2021
 
„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან და საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.

ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი მთავარი საფუძველი გაერთიანების არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს ყველაფერს, გამოიყენებს ყველა ბერკეტს საპარლამენტო მუშაოსისას, რათა შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც ნახსენებია და ეხება ფუნდამენტურ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ეს ფრაქცია შეიქმნა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.

„ამან მოგვცა საშუალება გავერთიანდეთ ამ მიზნის ირგვლივ, სახელიც ამ ფრაქციის შესაბამისად შევარჩიეთ. ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრა გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად. ფრაქცია ეწოდება „შარლ მიშელის რეფორების ჯგუფი“, ვიმუშავებთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესასრულებლად და სხვა მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის აპარატს კი – სერგო ჩიხლაძე.

Ninja ვაშაძეები და CO.
3 წლის უკან