ანა ბუჩუკური წერილზე: დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ

ანა ბუჩუკური წერილზე: დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ

ბატონ ბადრის და ბატონ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, ამ 3 წლის განმავლობაში, მათი თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ და ალბათ მათვე უნდა ჰკითხოთ მიაწოდეს თუ არა პროკურატურას ეს ინფორმაცია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვითარება დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს.

„ბატონ ბადრის და ბატონ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, ამ 3 წლის განმავლობაში, მათი თქმით მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ და ალბათ მათვე უნდა ჰკითხოთ მიაწოდეს თუ არა პროკურატურას ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან საინტერესოა ახლა, 3 წლის თავზე რატომ გაახსენდათ. დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის შესახებ პირველად 2019 წლის 4 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასგან წერილი მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო.