დავით ქართველიშვილი: თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს

დავით ქართველიშვილი: თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში - როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურებს სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.

ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ“.