ნიკოლოზ მჭედლიშვილი:  ლარის კურსი ასახავს ქვეყნის  ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტრენდს

ნიკოლოზ მჭედლიშვილი:  ლარის კურსი ასახავს ქვეყნის  ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტრენდს

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი  ლარის გამყარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,ლარი განაგრძობს გამყარებას, დღეს საშუალო შეწონილი კურსი ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში 3.2228-ზე დაფიქსირდა, რაც ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში, ბოლო დროს, მიმდინარე დადებით ტრენდს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში ეკონომიკის ზრდა 44.8 პროცენტი იყო და 2021 წლის შედეგებით, ოპტიმისტური გათვლებით, ეკონომიკის ზრდა შეიძლება ორნიშნაც კი იყოს, მაშინ გასაგები ხდება ლარის გამყარება.

გარდა ამისა, ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია, გადალახულია პოლიტიკური დაძაბულოობა, პარტიები პარლამენტში დებატობენ, და თანდათანობით იხსნება კოვიდით გამოწვეული შეზღუდვები. ეს არის ის საერთო ფონი, რომელიც ლარის აღმავალ რალის განაპირობებს ეს დღეები!’’. წერს facebook –ის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ლაზი როცა ლარის კურსი ეცემოდა, არც მაშინ ხდებოდა რაიმე კოლაფსი ეკონომიკაში და არც ახლა ხდება ეკონომიკური ბუმი. ასე რომ ეკონომიკური საფუძველი გამორიცხულია. ჯერ ერთი, ახლა შედარებით პოლიტიკური სიწყნარეა და მეორე ასეთი რყევებით მხოლოდ ბანკები სარგებლობენ, რომლებსაც ამის გამოწვევა მარტივად შუძლიათ. ყველა შემთხვევაში მოსახლეობა ზარალდება. როცა კურსი ეცემა, მოსახლეობა ცდილობს, შემოსავლების დაცვის მიზნით, დანაზოგი დოლარში გადაიყვანოს. როცა კურსი, თითქოსდა მყარდება, მოსახლეობას დოლარში დანაზოგი უუფასურდება. ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებს "გამყარებულ" მდგომარეობაში. ჩემი პროგნოზით მაქსიმუმ სექტემბრამდე, და ისევ 3,4 ნიშნულს დაუბრუნდება. კლასიკური მცურავი კურსისათვის ამხელა მყისიერი რყევები არაბუნებრივია. ღმერთმა ქნას სულ ასე დარჩეს მაგრამ მეეჭვება.
3 წლის უკან