ჩემთვის გაუგებარია, „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არ აწერს შეთანხმებას ხელს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„არაერთხელ მითქვამს და იცით ჩემი პოზიცია, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი. „ნაციონალური მოძრაობის“, მათ შორის ინტერესების დასაცავად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რატომ არ აწერს ხელს პარტია ამ შეთანხმებას, თუმცა მივესალმები იმას, რომ მათ გადაწყვიტეს პარლამენტში გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა სალომე სამდაშვილმა.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედგაცრუებულია იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმების.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.