დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა თუ რატომ გაიზარდა ინფიცირების შემცირების ფონზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
"მთლიანად მსოფლიოში ეპიდსიტუაცია, ნელი ტემპით, მაგრამ თანდათან მშვიდდება. საქართველოშიც მაისის შუა რიცხვებიდან, ეპიდსიტუაციის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი თანდათან შემცირების ტენდეციას გვიჩვენებს.
სამწუხაროდ, პიკის გადავლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ გვექნებოდა სიკვდილიანობის ციფრების ზრდა და ასეც არის, დღესაც ეს ციფრი გახლავთ 30. ეს არის იმ კრიტიკული დღეების გამოძახილი და თანდათან მაჩვენებელი აქაც შემცირდება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია, ეპიდსიტუაციას ტენდეცია აქვს გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს ნელი ტემპით მიმდინარებს და ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლა. ამიტომ, აუცილებელია ყველა რეკომენდაცია, საზღვრებზე კონტროლიდან დაწყებული, მთლიანად ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით მკაცრად იქნეს დაცული, არავინ უნდა შემოვიდეს პისიარ ტესტის დადებითი პასუხით, ეს არ უნდა გაიპაროს, შემდეგ უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი.
რეკომენდირებულია შემოვიდნენ ორჯერ აცრილი ადამიანები, აუცილებელია, აცრასთან ერთად პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხის არსებობა და მესამე დღეს პისიარ ტესტის კონტროლი. აუცილებელია პირბადის ტარების მკაცრად დაცვა, დისტანციების დაცვა, დიდი თავშეყრების თავის არიდება, სანიტარული წესების დაცვა და ქვეყანაში ვაქცინაციის გააქტიურება კიდევ მეტად", - განაცხადა გამყრელიძემ.