რატი იონათამიშვილი:  რატომ ითხოვდა 2-3-დღიან ვადას - ხომ არ იყო ეს მართლაც მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში

რატი იონათამიშვილი: რატომ ითხოვდა 2-3-დღიან ვადას - ხომ არ იყო ეს მართლაც მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში

გახარიას გადადგომა იყო მიმართული სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახარიას გადადგომა იყო მიმართული სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ის იყო და არის არათანმიმდევრული, ვინაიდან ჯერ მხარს იმუნიტეტის მოხსნას უჭერდა, ხოლო შემდეგ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებოდა. მას საზოგადოებისთვის კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა მოუწევს. განსაკუთრებით, თუ რატომ ითხოვდა 2-3-დღიან ვადას - ხომ არ იყო ეს მართლაც მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, ვინაიდან უფრო მეტი იერიში მიეტანათ ქართულ დემოკრატიაზე; ხომ არ იყო ეს იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა და „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ეფექტურმა მუშაობამ კი ის ჩააფლავა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.