გია ხუხაშვილი: გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სიტუაციური მოკავშირეა

გია ხუხაშვილი: გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სიტუაციური მოკავშირეა

გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა, - ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.

„გახარია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტსაარჩევნო კოალიციაში „ქართული ოცნების“ პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.

შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვილი ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს“, - წერს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.