მამუკა არეშიძე: ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს “ნაცმოძრაობას” და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს

მამუკა არეშიძე: ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს “ნაცმოძრაობას” და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს

„ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე, გახარიას გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით მოხდა გარკვეული კონტაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ან, ლიდერთან - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე Kvira.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. 

„ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება, რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი – ეს არის მელიას ვერ, ან არ დაპატიმრება და აქედან გამომდინარე ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა“ - ამბობს მამუკა არეშიძე.

შეკითხვაზე,  რამდენად დამაჯერებლად მიაჩნია გიორგი გახარიას მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული არგუმენტები, სადაც ის ხსნის, თუ რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, მამუკა არეშიძე ამბობს:

„თავიდან, როდესაც გადადგომის თაობაზე გავიგე, აღვიქვი, როგორც ოცნების გუნდში არსებული უთანხმოების შედეგი, რაც მელიას დაკავების საკითხთან იყო დაკავშირებული. მეც არაერთგზის განვაცხადე, რომ მელია უნდა ყოფილიყო დაკავებული უფრო ადრე, დანაშაულის ჩადენის დროს და არა მაშინ, როდესაც მოხდა მისი დაკავება. გამოდის, რომ ჩემი და გახარიას პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ითხოვდა გახარია დაკავების ორი-სამი დღით გადადებას.

მოკლედ, მაშინ საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც მისი გადადგომა განაპირობა. სამწუხაროდ, პრესკონფერენციაზეც არ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა. მისი გადადგომიდან გასული დროის განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან მოსული მრავალი არაერთგვაროვანი ინფორმაცია დაგროვდა, რომლებიც მოდიოდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც, მაგალითად კიევიდან.

საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საინტერესო სურათი იკვეთება. კერძოდ, ისე ჩანს, რომ ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე, მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით მოხდა გარკვეული კონტაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ან, ლიდერთან.

ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი – ეს არის მელიას ვერ, ან არ დაპატიმრება და აქედან გამომდინარე ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა“.