მთელი ამ კრიზისის განმავლობაში მათი საპარლამენტო სიის უმრავლესობა თვალით არ გინახავთ. სინამდვილეში მე მაქვს ამ ადამიანების იმედი, და არა პარტიის იმედი. მე ვფიქრობ, რომ ეს „ნაცმოძრაობისთვისაც“ საკმაოდ უცნაური სიაა. შესაბამისად, ამ ადამიანების შემოსვლა არ ნიშნავს, რომ ისინი სულ დარჩებიან შეკრულ გუნდად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა..
„ევროკავშირის წარმომადგენლები ახლა რასაც ამბობდნენ, იმავე აზრზე ვიყავი ყოველთვის. თქვენ ახლა „ნაცმოძრაობაზე“ ისე ლაპარაკობთ, თითქოს ეს არის რაღაც შეკრული პარტია, რომლის ყველა წევრიც ერთნაირად იქცევა. მე გაგახსენებთ, რომ მთელი ამ კრიზისის განმავლობაში მათი საპარლამენტო სიის უმრავლესობა თვალით არ გინახავთ. სინამდვილეში მე მაქვს ამ ადამიანების იმედი, და არა პარტიის იმედი. მე ვფიქრობ, რომ ეს „ნაცმოძრაობისთვისაც“ საკმაოდ უცნაური სიაა. შესაბამისად, ამ ადამიანების შემოსვლა არ ნიშნავს, რომ ისინი სულ დარჩებიან შეკრულ გუნდად. ერთ კვირაში ეს ადამიანები მოვლენ პარლამენტში. ის ადამიანები, რომლებიც ტელეეთერებში მაგინებენ, როცა მხვდებიან, ჩვეულებრივად მექცევიან. მე ვერ ვხვდები, როგორ ხდება ეს, მაგრამ ისინი ახერხებენ ამას. ეს არის მოცემულობა - ან ხარ ამ პოლიტიკაში, ან მიდიხარ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა ჩვენმა ტრადიციულმა ერთპარტიულმა სისტემამ დააყენა, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ვერ დავაღწიეთ თავი. თვითმმართველობის არჩევნები ძალიან დიდი პერსპექტივის მომცემია. იმედი მაქვს, რომ დიდი პარტიების ცენტრალიზებული მართვა შესუსტდება, მაგრამ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას მე იმხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, როგორც ამ კრიზისის დასრულებას. მე ვეცდები, რომ ვესაუბრო „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს, მიუხედავ