გიორგი ამილახვარი: ნიკა მელიამ დაარღვია კანონი და ბუნებრივია დააპატიმრეს, მათ სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწყვეს გამოცდა

გიორგი ამილახვარი: ნიკა მელიამ დაარღვია კანონი და ბუნებრივია დააპატიმრეს, მათ სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწყვეს გამოცდა

„ნაციონალურ მოძრაობას“ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან, მათი პირდაპირი სატელიტის, ბოკერიას პარტიის გარდა, თანამშრომლობა აქამდეც არ გამოსვლია. რთულად სავარაუდოა, რომ ეს პარლამენტში გამოუვათ. მათი პოზიცია არის პოლიტიკური კაპიტულაცია, განიცადეს პოლიტიკური კრახი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ყველას დაავიწყდა მთავრი მიზეზი, რასაც ეს 7 თვიანი დესტრუქციული ქმედებები მიეძღვნა, თითქოს გაყალბდა არჩევნები. ისინი მარტო დარჩნენ ამ არგუმენტით თავიანთ თავთან. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღიარებდა არჩევნების ლეგიტიმურობას. ბუნებრივია, მათ შეცვალეს ქმედების ტაქტიკა და უკვე სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწყვეს გამოცდა. მიზანმიმართულად, საჯაროდ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი და ბუნებრივია, კანონი აღსრულდა. შემდეგ მოვისმინეთ მისი „მყარი“ პოლიტიკური პოზიცია გირაოზე და ახლა სწორედ ამ გირაოს გამო არის გარეთ. ისინი მოღალატეებს გვიწოდებდნენ ყველას, ვინც ვსხედვართ პარლამენტში. მინდა რიტორიკული კითხვა დავსვა, როდესაც ისინი გვიწოდებდნენ მოღალატეებს, ახლა ერთი მხრივ შემოდიან პარლამენტში და მეორე მხრივ, ზურგს აქცევენ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას, ხელს არ აწერენ დოკუმენტს, რომელიც პირველ შედეგს მათ აძლევთ. მათ ერთი მხრივ, არ უნდათ ხელმოწერა და მეორე მხრივ, უნდათ ამ დოკუმენტის შედეგებით ისარგებლონ. შედეგი ხელში უჭირავთ, ნიკა მელია თავისუფალია“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.