პარლამენტში შესვლაზე, ახლა მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ წევრების უმრავლესობა, ინდივიდუალურად უკვე შესულია პარლამენტში. იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ფუნდამენტურად შედგეს და რომ ჩავთვალოთ, რომ მას არსებითად ყველამ ხელი მოაწერა, ამისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობაა საჭირო. მათი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არაა ცნობილი. ალბათ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ მაშინ, როცა ნიკა მელია გამოვა ციხიდან. მინდა ეს გადაწყვეტილება იყოს ისეთი, რაც ამ სიტუაციაში ადეკვატური იქნება“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან ხვიჩია აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ყველა მხარემ უნდა აღიაროს და მისი იმპლემენტაციისთვის მუშაობა უნდა დაიწყოს.