მირიან ყარაულაშვილი: რა ევროკავშირის გირაო, რის ევროკავშირის გირაო,მართლა მთელი ქვეყანა ალაოდ ხო არა ვართ კაცო???

მირიან ყარაულაშვილი: რა ევროკავშირის გირაო, რის ევროკავშირის გირაო,მართლა მთელი ქვეყანა ალაოდ ხო არა ვართ კაცო???

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„იქნებ ვინმემ ამიხსნათ- რას ნიშნავს ნაცნაძირალებისგან ყბადაღებული ე.წ. "ევროკავშირის მიერ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდა" ფიზიკურად და სამართლებრივად???

შევეცდები ჩემეული წარმოდგენა გადმოვცე აქ შეძლებისდაგვარად:

პირდაპირი გაგებით , მიშელმა ევროპის კავშირის პრეზიდენტის სახელით უნდა გამოსცეს განკარგულება(ან მისი თანაბარძალოვანი აქტი) შესაბამისი ტექსტით , რომლის შესრულებისთვის ევროპის კავშირის ხაზინადარმა ევროპის კავშირის საკუთარი ბიუჯეტიდან ალბათ, გაუთვალისწინებელი ხარჯების მუხლიდან უნდა გამოყოს 30 ათასი ლარის ექვივალენტი ევრო, ეს თანხა ევროპის კავშირის ხაზინადარმა მომსახურე ბანკის მეშვეობით უნდა გადარიცხოს საქართველოს პროკურატურის სპეციალურ ანგარიშზე და გადარიცხვის ორდერში უნდა მიუთითოს მიზნობრიობა " მელიას გირაოს გადახდა"; შემდეგ , როდესაც ეს თანხა მოხვდება პროკურატურის ანგარიშზე, პროკურატურა სასამართლოს წინაშე შევა შუამდგომლობით მელიას წინასწარი პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის ღონისძიებად ევროპის კავშირის მიერ გადმორიცხული თნხის უზრუნველყოფით მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით; სასამართლომ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლოს მელია წინასწარი პატრიმრობიდან და შეუფარდოს გირაოს შესაბამისი გადაადგილების ან სხვა სახის თავისუფლების შეზღუდვები - ასეა ხომ???

და იმ შემთხვევაში, თუკი მელია ეცდება ამ შეზღუდვების დარღვევას და აასრულებს ამ მცდელობას- მაშინ საქართველოს პროკურატურამ ეს თანხა თავისი სპეცანგარიშიდან უნდა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში და ევროპის კავშირს წაუყენოს მოთხოვნა, რომ მისმა პრეზიდენტმა მუსიო მიშელმა უზრუნველყოს მელიას მიერ წესრიგის და კანონის დაცვა????

და,  ასეთი სქემის სჯერა ვინმეს ???

რა ევროკავშირის გირაო, რის ევროკავშირის გირაო,მართლა მთელი ქვეყანა ალაოდ ხო არა ვართ კაცო"???