განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი აქ არ არსებობს, სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ კომიკური მტკიცებულება, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.
„საკმარისია გაეცნო კონსტიტუციის ელემენტარულ ფილოსოფიას, კონსტიტუციის რაობას, ფუნქციასა და არსს, იმისათვის რომ დაინახო, რომ ეს შეთავაზებული ცვლილებები და სვლა ტოტალიტარიზმისკენ არის ანტიკონსტიტუციური, საფუძველშივე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.