გიგა ბოკერია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: უტიფრობის დემონსტრირებაა - ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური, კეთილი ნება გაქვს

გიგა ბოკერია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: უტიფრობის დემონსტრირებაა - ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური, კეთილი ნება გაქვს

უტიფრობის დემონსტრირებაა, რა ფორმითაც ილაპარაკა, ამ აბსურდული ვითომ არგუმენტით, სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არ გამოყენებას გამოეხმაურა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის არგუმენტები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

“რაც ახლა ვიხილეთ, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, არის უტიფრობის დემონსტრირება, საოცარად შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის - ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც, რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო.

ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია და განხილვა არ იყო, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.