სოზარ სუბარი:  ყველამ დაინახა, ვინ არის  დესტაბილიზაციის მოსურნე, ეს

სოზარ სუბარი:  ყველამ დაინახა, ვინ არის  დესტაბილიზაციის მოსურნე, ეს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა"- არანაირი პოლიტპატიმარი საქართველოში არ არის

ყველამ დაინახა, ვინ არის დესტაბილიზაციის მოსურნე, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" - არანაირი პოლიტპატიმარი საქართველოში არ არის, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან გიორგი ბოტკოველის განცხადებას, რომ ნიკა მელია მზად არის მიიღოს ევროკავშირის გირაო და ეს იქნება ერთგვარი გამოსასყიდი გადახდილი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან.

სუბარის თქმით, თავად მელიას გადასაწყვეტია გადაიხდის თუ არა, ან მიიღებს თუ არა გირაოს, თუმცა, ეს შეეძლო აქამდეც გაეკეთებინა.

"ყოველთვის შეეძლო გადაეხადა, შეეძლო არ შესულიყო ციხეში, გადაეხადა აქამდე და გამოსულიყო, შეუძლია დღესვე გადაიხადოს, შეუძლია ხვალ, შეუძლია მიიღოს ევროკავშირში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის მზადყოფნა, რომ გადაიხადოს გირაო და ამით გამოვიდეს. ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუ არ გადაიხდის, დაელოდება ამნისტიას, ამაზეც შეუძლია უარი თქვას.

ევროკავშირის მიზანი იყო მიეღწია პოლიტიკური სტაბილურობისთვის ქვეყანაში და მგონი გაოცებულები არიან, როცა ხედავენ, რომ ქვეყანაში აღმოჩნდნენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ გამოწვდილ ხელს ხელი აუკრეს. ამით ძალიან კარგად დაინახა ყველამ, ვინ არის სინამდვილეში დესტაბილიზაციის მოსურნე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“, არანაირი პოლიტპატიმარი საქართველოში არ არის", - განაცხადა სუბარმა.