ნიკა მელიამ საერთოდ რომ არ ამოიღოს ხმა, ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს, იმის მიუხედავად, ამნისტიის პირობებს მიიღებს თუ არა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,
„ამ შემთხვევაში როგორც იურისტმა, ამ კუთხით მინდა გაგცეთ პასუხი. ამნისტიის პროექტში არ წერია თანხმობა, იურისტებისთვის თანხმობა და თუ წინააღმდეგი არ არის აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს, თანხმობა არის აქტიური მოქმედება, რომელიც უნდა გამოხატოს ამნისტიის ობიექტმა, ანუ, ნიკა მელიამ საერთოდ ხმა რომ არ ამოიღოს, არაფერი თქვას, ის ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს, ამნისტიის პირობები მიღებული იქნება თუ არა მის მიერ.
რაც შეეხება წინააღმდეგობას, კანონი უტოვებს მას საშუალებას და არ ართმევს უფლებას, რომ წინააღმდეგი იყოს რაღაცის, ეს ამნისტია იქნება თუ სხვა ნებისმიერი რამ. თუ დაწერს, რომ ის წინააღმდეგია საერთოდ არ მიიღოს ეს პირობები, ამ შემთხვევაში არ შეეხება მხოლოდ, მაგრამ თანხმობა მისი, რომ შემახეთ ამნისტია, ეს საჭირო არ არის. ეს არის ორი სხვადასხვა რამ და როდესაც ამბობენ, რომ თანხმობაა საჭირო, ესეც არასწორია და სამწუხაროდ ცრუ ინფორმაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.