ანრი ოხანაშვილი: თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული

ანრი ოხანაშვილი: თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული

ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელია დასაბუთება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დასაბუთდეს, იმის საწინააღმდეგო რაც ჩვენ მივიღეთ, რადგან ეს არის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და ეს ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ფიქრობს.