ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საერთშორისო პარტნიორები პოზიტიურად აფასებენ მმართველი პარტიის როლსა და მაღალი პოლიტიკური კულტურის დემონსტრირებას

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საერთშორისო პარტნიორები პოზიტიურად აფასებენ მმართველი პარტიის როლსა და მაღალი პოლიტიკური კულტურის დემონსტრირებას

ჩვენი საერთშორისო პარტნიორები, მათ შორის, ჩვენი გერმანელი კოლეგები, პოზიტიურად აფასებენ მმართველი პარტიის როლსა და მაღალი პოლიტიკური კულტურის დემონსტრირებას, რაც ჩვენ მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაში გამოიხატა. ეს პოზიტიურად აისახება შემდგომ ურთიერთობებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება.

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირებულია, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებულია, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, შეხვედრები დაგეგმილია მომდევნო კვირაში. ეტაპობრივად, ოპოზიციასთან კონსულტაციების გზით, შევაჯერებთ პოზიციას, დროის რომელ მონაკვეთში, რა როგორ უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში შეხვედრებს მართავს.