სალომე სამადაშვილი: გარეჯის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნას ვაპირებთ, ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებები დავიცვა

სალომე სამადაშვილი: გარეჯის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნას ვაპირებთ, ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებები დავიცვა

გარეჯის საქმეზე აუცილებლად ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვაპირებ ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენო, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებები დავიცვათ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია.

“ივერი მელაშვილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია. მინდა განსაკუთრებით გამოვეხმაურო გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც გამოაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც სრულიად უდანაშაულოა, თურმე მას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გამოჩენა უნდა მოერიდოს. ამას არავინ არ მოითმენს! აუცილებლად ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვაპირებ, გარეჯის საქმეზე ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენო, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, იმისთვის რომ დავიცვა ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები”, - განაცხადა სამადაშვილმა

amo ქვეყნის ინტერესების დაცვა არა? სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არა?
3 წლის უკან
Katana . ნემსის ყუნწში გაძვრა დასავლეთი, რომ ნაცძირალების კასტა პარლამენტში შეეყვანა როგორმე: - გარეთ დგომით მხოლოდ რუსთაველის გამზირის დაბინძურებას ახერხებთ და შედით პარლამენტში, რომ მთელი ქართული პოლიტიკა ააყროლოთო!
3 წლის უკან