კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდაზე - ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ვნახავთ, როგორ გაგრძელდება

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდაზე - ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ვნახავთ, როგორ გაგრძელდება

„ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ვნახავთ, როგორ გაგრძელდება“, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ევროკავშირი მზად, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს.

„ყველა ამ საკითხზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში“, - აღნიშნა ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.