ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობის პირველი დღიდან გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში

ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობის პირველი დღიდან გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში

გერმანია არის საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორი. დამოუკიდებლობის პირველი დღიდან გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„გერმანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არის პრიორიტეტული. გერმანიას განსაკუთრებული წონა და სიტყვა აქვს ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანაა საუბრები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, 2024 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენს განაცხადზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და მოახლოებულ ნატოს სამიტზე.

ჩვენ ვხვდებით 4 ძირითადი პარტიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანს, ფედერალური კანცლერის საგარეო გუნდთან. ესენი არიან საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანები და ისინი საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს ვიზიტი არის დროული და კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.