ირაკლი ქადაგიშვილი “ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამორიცხავს

ირაკლი ქადაგიშვილი “ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამორიცხავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი “ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამორიცხავს.

მისივე თქმით, როგორც კი უქმე დღეები დასრულდება, საპარლამენტო საქმიანობა განახლდება - მოწვეული იქნება ბიუროს სხდომა და დაიწყება პროექტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე განხილვის პროცესი.

“როგორც ხელმოწერილი შეთანხებით არის გათვალისწინებული, ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება. ყველას ინდივიდუალური სურვილია, ამნისტია შეეხოს თუ არ შეეხოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.