გივი მიქანაძე: ნიკანორ მელიას საპატიმროში ყოფნა სჭირდება ადამიანს, რომელიც სხვა სახელმწიფოდან ცდილობს საქართველოში სხვა პოლიტიკური წესრიგის შექმნას

გივი მიქანაძე: ნიკანორ მელიას საპატიმროში ყოფნა სჭირდება ადამიანს, რომელიც სხვა სახელმწიფოდან ცდილობს საქართველოში სხვა პოლიტიკური წესრიგის შექმნას

ვის აწყობს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ციხეში ყოფნა და ვინ სარგებლობს შექმნილი ვითარებით, ამ საკითხზე „იმედის ფაქტორში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ ისაუბრა.

„ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ საკითხებზე და ეს პროცესი რომ მიზანმიმართულია, ამის შესახებ არჩევნებამდე განვაცხადეთ. როდესაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ სპეციალური ბრიფინგიც კი ჩაატარა, სადაც წარმოადგინა ე.წ. სასურველი რევოლუციური სცენარი, რომლის განხორციელებაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ცხრა მთას იქით გადახვეწილ ლიდერს სურდა რომ მომხდარიყო საქართველოში. მათ იცოდნენ საზოგადოების აზრი და იცოდნენ, რომ აგებდნენ ამ არჩევნებს. შესაბამისად, ამ სცენარის განვითარებას მათ ექვსი თვე მიუძღვნეს, რითაც სახელმწიფოსა და საზოგადოებას გარკვეული ზიანი მიაყენეს“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, დღეს შექმნილია ვითარება, როცა ნიკანორ მელიას „პოლიტპატიმრად“ მოიხსენიებენ. „ნიკანორ მელია რეალურად არის ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი. მიხეილ სააკაშვილმა დაწერა ეს სცენარი, რომლის კონკრეტული ეპიზოდი იყო, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია აღმოჩენილიყო პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მიქანაძის აზრით, დღეს ნიკანორ მელია გარკვეული სახის შენარჩუნებას ცდილობს, რომ ამ სახით დაუბრუნდეს საზოგადოებას. „ნიკანორ მელიამ იცის, რომ მისი დაბრუნება გარდაუვალია, რადგან ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ და ამ პროცესს მივყვებით თანმიმდევრულად“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მელიას სურს საპატიმროს დატოვება, თუმცა ის იმ პრინციპებს ვერ აბიჯებს, რომელიც მას სახეს დაუკარგავს და როგორც პოლიტიკოსს სამუდამოდ გააქრობს პოლიტიკური ასპარეზიდან. „დღევანდელ რეალობაში ნიკანორ მელიასთვისაც არაა სასურველი საპატიმროში ყოფნა. თუმცა იმ ფორმით საპატიმროდან გამოსვლაზე, რაზეც ამ დოკუმენტშია საუბარი, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს მის სამომავლო კარიერასთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ განმარტა, თუ ვის სჭირდება ნიკანორ მელიას საპატიმროში ყოფნა და ვინ სარგებლობს ამ ვითარებით. „ალბათ ის ადამიანი, რომელიც სხვა სახელმწიფოდან ცდილობს აქ სხვა პოლიტიკური წესრიგი შექმნას. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რაც დღეს ცხადზე ცხადია და ლუსტრაცია მოხდა ამ პროცესის. ჯერ კიდევ დანიელსონის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩვენ ვიყავით ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი. ტყუილის, როცა თქვეს, რომ ჩვენ არ ვაწერდით ხელს ამ დოკუმენტს. მაშინ, როდესაც ვახტანგ მეგრელიშვილი გამოვიდა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად იყო დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, იყო შეთანხმებაც და გაუგებარია რატომ არ მოაწერა ხელი ოპოზიციამო. როდესაც ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტს უპირობოდ მოვაწერეთ ხელი, იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განმუხტულიყო და პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებში გადასულიყო, აქ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ვერ ჯდებოდა ე.წ რევოლუციურ სცენარში, რომლის მიმდევრებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოება გიგა ბოკერიას თამადობით“, - აღნიშნა მიქანაძემ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

დღეს, ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ.

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებო