ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე: დავაკავებთ, ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება - შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ

ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე: დავაკავებთ, ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება - შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ

ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბანკზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავება მას უნდა, თუმცა, ამას შესაძლოა წლები დაჭირდეს, რაც „ჩვეულებრივი თემაა“.

„დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება... შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო. შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ, ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელზე, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გომელაურმა.

Katana . არა მგონია, ესებუას თემა საღადაო იყოს შსს მინისტრისათვის!..
კაცმა თავს ლაფი დაასხათ - დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში მძევლები აიყვანა... ძალოვანებს ნახევარი მილიონი ჩანთაში ჩაალაგებინა, საპატიო ესკორტით ტყემდე მიაცილებინა თავი და... ჯგირო ორდათ!.. ფა-ფუუ!..
სასაცილოა ახლა ეს?
ხალხი კი ღადაობს ამაზე, როგორც ძალოვანების ფიასკოზე, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც იუმორის საგანი უნდა იყოს !
3 წლის უკან
Ninja ჯერ კიდევ საკითხავია, ვინაა წაგებული ამ საქმეში. ფული დანომრილია და ესებუა ვერ გამოიყენებს, ვერც ქვეყნიდან გავა და იჯდეს კაკო ყაჩაღივით სადაც არის. მართლაც, დაიჭერენ როცა იქნება. ეგ ფულიც ვერ იტრიალებს, ანუ არც ფულადი ზარალი არაა და პოლიცია კიდევ ადამიანთა სიცოცხლეს გაუფრთხილდა და მადლობა მათ, რომ მშვიდობიანად დამთავრდა ეს.
3 წლის უკან
Katana . . Ninja, თუ თქვენ ზუსტად იცით, რომ "ფული დანომრილია და ესებუა ვერ გამოიყენებს, ვერც ქვეყნიდან გავა", ე.ი. იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ხართ, რომელმაც ეს ოპერაცი ჩაატარა...
ხოლო, თუ ეს მხოლოდ ფოლკლორული ვერსიაა, უნდა მოგახსენოთ, რომ ხალხში უფრო პოპულარულია ალტერნატიული ვერსია: ესებუამ ისეთივე წარმატებით დატოვა საქართველო, როგორც ბანკის შენობა და ისეთ ადგილას იმყოფება, სადაც მაგრად ჰკიდიათ, არის თუ არა დანომრილი მისი დოლარები.
3 წლის უკან