დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: „გიჟური მხარდაჭერა“ სიტყვა გიჟურის ყველაზე ცუდი აზრით შეიძლება გავიგოთ

დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: „გიჟური მხარდაჭერა“ სიტყვა გიჟურის ყველაზე ცუდი აზრით შეიძლება გავიგოთ

„გიჟური მხარდაჭერა“ სიტყვა გიჟურის ყველაზე ცუდი აზრით შეიძლება გავიგოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „დოიჩე ველეს“ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მას საქართველოში „გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს“.

„თუ კარგად გადავავლებთ თვალს 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იქ მიღებულ შედეგებს, დავრწმუნდებით, რომ „გიჟური მხარდაჭერა“ სიტყვა გიჟურის ყველაზე ცუდი აზრით შეიძლება გავიგოთ, რადგან, სინამდვილეში, არანაირ მხარდაჭერაზე არაა საუბარი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.