ხვალ ბათუმში მივემგზავრები. გემბანზე ავალ და ხომალდს დავათვალიერებ. ყოველთვის გვახარებს ამერიკული საზღვაო ძალების გემების ჩამოსვლა საქართველოში, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხევდრის შემდეგ.
„პრემიერთან შეხვედრისას, განვიხილეთ უსაფრთხოების დღის წესრიგი და მასში შემავალი მრავალი საკითხი, რომელზეც უკვე ვმუშაობთ. ხვალ ბათუმში მივემგზავრები. გემბანზე ავალ და ხომალდს დავათვალიერებ. ყოველთვის გვახარებს ამერიკული საზღვაო ძალების გემების ჩამოსვლა საქართველოში. ქართველ მესაზღვრეებს ძალიან კარგი სწავლება და წვრთნები ჩაუტარდათ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ კადრების შესაძლებლობებმა და პროფესიონალიზმმა. სიხარულით ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს.