საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

ფოტო: shutterstock.com

სტატიის გაგრძელება
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 988 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 595 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 445 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 293 052, გარდაიცვალა 4 151 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება.