ვაქცინაციის ასეთი ტემპით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნება მედიკამენტი, რომელსაც ველოდებით წლის ბოლოს, ბუნებრივი განვითარებით, ეს პანდემია შესაძლოა გაგრძელებულიყო 2-3 წელი ან მეტი. ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს, თანაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია წარმატებით მიდის, ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ