წმინდა ცეცხლი საქართველოშია

წმინდა ცეცხლი საქართველოშია

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს.

მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში საპატრიარქოს საშვთა ბიუროდან მოხდება.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე კიდევ ერთხელ გახდა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.