ეკლესიურად მიცვალებულთა ხსენების დღე არ არის ეს ორშაბათი. ეკლესიურად მთელი კვირა რომ გაივლის და კვირაცხოვლობა იქნება, იმის შემდგომი სამშაბათი არის მიცვალებულთა ხსენების დღე. ეს ორშაბათი საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა დასვენების დღეებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა საფლავებზე გასვლის წესთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მიცვალებულები ჩვენთვის უახლოესი ადამიანები არიან და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვერ მიდიხარ აღდგომის დღესასწაულის დღეებში, მაგრამ არის დიდი ნუგეში, მთავარი ხომ არის ლოცვა და ეკლესიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, სასულიერო პირები მივლენ სასაფლაოებზე, იქნება პანაშვიდები და იქნება საფლავის კურთხევები. ეს ძალიან დიდი ნუგეში იქნება ადამიანებისთვის, რომ თუ კი ისინი ვერ მივლენ ეცოდინებათ, რომ სასულიერო პირები აუცილებლად მივლენ და აკურთხებენ საფლავებს. გავა ეს დღეები და არანაირი დანაშაული არ არის, თუ რამდენიმე დღის მერე მივლენ და რა კონკრეტულად ორშაბათს“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.