წელიწადზე მეტი გავიდა პანდემიიდან და ჩვენც ვისწავლეთ ამ პირობებში მსახურების ჩატარება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ არქიმანდრიტმა, იოვანე მჭედლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ადამიანებთან, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ან ვისაც შიში აქვს ტაძარში მისვლის და მაზიარებელია, სასულიერო პირები სახლში მივლენ და აზიარებენ.
„წელიწადზე მეტი გავიდა პანდემიიდან და ჩვენც ვისწავლეთ ამ პირობებში მსახურება ჩატარება. მოვნიშნეთ ადგილები ტაძარის ეზოში. ასევე, ვცდილობთ, ყველა ადამიანმა ატაროს პირბადე და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ არ გავრცელდეს ვირუსი და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. შარშან უფრო რთული იყო, რადგან ერთგვარი შიში იყო და ტაძარში მისვლაც კი ეშინოდათ ადამიანებს. ეს შიში დაიძლია, მოდიან, მაგრამ ალბათ, განსაკუთრებულად ვფრთხილობთ ყველანი.
რაც შეეხებათ მათ, ვინც რისკჯგუფშია, სახლში დარჩნენ, სასულიერო პირები მივალთ და ვაზიარებთ. როგორც კი ვინმე გვთხოვს, რომ საზიარებლად მივიდეთ, აუცილებლად მივალთ. მოგეხსენებათ, აღდგომა მხოლოდ კვირა დღე არ არის და ბრწყინვალე შვიდეული ყველა აღდგომის დღესასწაულია და ყველა დღე აღდგომის სწორია. ვინც მაზიარებელია და ბრწყინვალე შვიდეულში ეზიარება დიდი სიამოვნებით მივალთ მათთან სახლში და მივულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამიტომ ჯობია, ვისაც შიში აქვს, ან რისკჯგუფშია, სახლში დარჩეს, სასულიერო პირები მივალთ და ვაზიარებთ“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.