მიხეილ სარჯველაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში ნახსენები ბევრი საკითხი პოზიტიურად არის გადაწყვეტილი უკვე წარდგენილ კანონპროექტში

მიხეილ სარჯველაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში ნახსენები ბევრი საკითხი პოზიტიურად არის გადაწყვეტილი უკვე წარდგენილ კანონპროექტში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა ძალიან პოზიტიურ გამოხმაურებებს შეიცავს.

„ბევრი საკითხი, რომელიც ნახსენებია ეუთო/ოდირის დასკვნაში, პოზიტიურად არის გადაწყვეტილი უკვე წარდგენილ კანონპროექტში. ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა გვქონდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნას გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული.