წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან

დღეს მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. მოვლენისთვის სამზადისი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე მიმდინარეობს.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული პირები შეძლებენ.

რამდენიმე საათში ტაძარში იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე მესამეს ელოდებიან, რომელიც მაცხოვრის საფლავთან შევა და ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება.