საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნას აქვს 3 ძირითადი მიგნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნის 3 ძირითადი მიგნება: პროექტი კარგია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი დაამუშავეთ და 2/3 გაითვალისწინეთო და მართალი იყო „ქართული ოცნება“, როცა დანიელსონის პირველ დოკუმენტზე თქვა: დოკუმენტით შემოთავაზებული 2/3-ის უმრავლესობა გადაწყვეტილების დაბლოკვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მექანიზმის გარეშე არ შეიძლებაო.
სამუშაო ჯგუფი, ახლა უკვე, შემომატებული პარტიების მონაწილეობითაც, მალე შეიკრიბება და დაასრულებს პროექტზე მუშაობას“, - წერს პაპუაშვილი.