თეიმურაზ კვირკველია: მართული ვარლამების  დაქცეულია ეს ქვეყანა დღემდე

თეიმურაზ კვირკველია: მართული ვარლამების  დაქცეულია ეს ქვეყანა დღემდე

პუბლიცისტი თეიმურაზ კვირკველია სოციალურ ქსელში წერს:

„ვიღაც სპეციალურად ზრდის საქართველოში მომავალ პერსპექტიულ  ლიდერს, რომელიც ქართულ საქმეს არ მოემსახურება. ამის გარანტიაა ვარლამ გოლეთიანის - ამ ახალგაზრდა, სიმპათიური კაცის მოკლე პოლიტიკური ბიოგრაფია.  მისი საქმიანობით მიღებულ ზიანს საქართველო მომავალში დაითვლის. ახლა კი თვალი მიადევნეთ მის ირგვლივ მოფუთფუთე საზოგადოებას, მათ კავშირებს მეზობლებთან...

მართული ვარლამების  დაქცეულია ეს ქვეყანა დღემდე!

ვისაც არ გახსოვთ, გაგახსენებთ, როგორი აჟიტირებული იყავით მიშიკო სააკაშვილის სისუფთავით, კორუფციასთან ბრძოლისას შეუპოვრობითა და და გარეგნული ხიბლით.

მე კი, ვინც მივუძღვენი მას ჯერ კიდევ 2000 წელს საგაზეთო სტატია "ისევ ჩაიფსი, მიხეილ!?"  მამუნათებდით: რა იყო, რამ შეგაძულა, ბიჭო,  ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდებიო!

ასევე გაგახსენებთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ 2003 წელს ჰყავდა  სააკაშვილებისა და ბოკერიების არაერთი ღირსეული ალტერნატივა. თუნდაც ლადო ჭანტურია გაიხსენეთ, უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითადი ავტორი, უნიჭიერესი იურისტი, რომელიც პანღურისცემით გავაგდებინეთ ხროვას, რომელსაც მაშინდელი ვარლამი - რუსების გამოზრდილი უსიმპათიურესი, კორუფციასთან უშიშრად მებრძოლი მიშიკო ედგა სათავეში. ახლა  ლადო ჭანტურია გერმანიაში ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, ჩვენს უნივერსიტეტებს კი თეა თუთბერიძეები ამშვენებენ.

ინტელექტი, განათლება, სახელმწიფოებრივი აზროვნება ისევ პანღურის მოლოდინშია კედელს აკრული!

სამაგიეროდ,  ველით, როდის აბღავლდება უგონო მასა ახალი უსიმპათიურესი ლიდერის ფოტოებით ხელში:

ვარლამ!

ვარლამ!

ვარლამ!

Ninja ეეჰ!
4 წლის უკან