დამოუკიდებელი პარტია ვართ და მერობის კანდიდატზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ თემაზე პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ.
„ჩვენთვის მთავარია სტაბილიზაცია ქვეყნის მასშტაბით. მთავარია, ნიკა მელია გამოვიდეს გარეთ. ნიკა სხვა პარტიას წარმოადგენს, ჩვენ - სხვა პარტიას.
მაგრამ ამ სიტუაციაში, ამ პროტესტში ჩვენ ვართ გაერთიანებული. მერე „ლელო“ როგორ იქნება, დამოუკიდებლად წარმოადგენს კანდიდატურას თუ ვინმესთან ერთად, ამას ცალკე მოგახსენებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.