გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის კლასტერი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დემოკრატიულ პროცესებზე შემოტევას

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის კლასტერი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დემოკრატიულ პროცესებზე შემოტევას

სააკაშვილის კლასტერი სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა მესიჯს გადმოსცემს ქართულ საზოგადოებაში, რომ მრავალმხრივი იყოს მისი შემოტევა დემოკრატიულ პროცესებზე, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კელი დეგნანის მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.

„სააკაშვილის ეს კლასტერი სხვადასხვა მეთოდით, ხან ნათელაშვილის მხრიდან, ხან თავისი სატელიტური დაჯგუფების მხრიდან სხვადასხვა მესიჯს გადმოსცემს ქართულ საზოგადოებაში, რომ მრავალმხრივი იყოს მისი შემოტევა დემოკრატიულ პროცესებზე. ამჯერად კელი დეგნანს, იქით ევროკავშირსაც გადაწვდა. არის მეორე მიმართულება, რომელიც ვითომდა დემოკრატიას იცავს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.