სოზარ სუბარი: შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობის

სოზარ სუბარი: შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობის

სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე. ის გამოხატავს იმ აზრებს, რასაც სხვები ვერ ბედავენ, ან ბედავენ, მაგრამ შენიღბული ფორმით, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელაშვილის ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობის.

„მისი ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობისა. როგორც შალვას ფანჩატური იყო მათი კრებითობის ადგილი, ასევე მისი რიტორიკაა შინაგანი არსის კრებითობის გამოხატულება. როცა „ლელო” ლაპარაკობს, რომ დასავლეთს პატივი უნდა ვცეთ და შეთანხმებები შევასრულოთ, ცდილობს, უფრო ცივილიზებულად შემოაპაროს, როგორ დაარღვიოს ის შეთანხმებები, რომლებიც დასავლეთის წინაშე ავიღეთ. იგივე შემიძლია სააკაშვილის განცხადებაზე ვთქვა, როცა აღნიშნა, რომ ევროპა არის ოკუპანტი უკრაინისა და საქართველოსი. მგონი, ამაზე მეტი ნათელაშვილსაც არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ის უფრო სასაცილოდ და იუმორისტულ ფორმებში ამბობს, სხვათა შორის, ძალიან საშიშ იდეებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.