გახდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

გახდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა გამოყენებული უნდა იყოს აგრესიული დარწმუნების მეთოდები.

აღნიშნული მეთოდის მაგალითად მან ისრაელის მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, ისრაელში იმ ექიმთან, რომელიც ვაქცინირებული არ არის, პაციენტების ჩაწერა არ არის დაშვებული, ავიაკომპანიები კი აუცრელ ადამიანზე ბილეთებს არ ყიდიან.

„კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა - უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. იცით თქვენ ჩვენი სიყვარული, ლტოლვა და მისწრაფება თავისუფლებისადმი. მითუმეტეს, ამ პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში, როდესაც თითოეული რაღაც ვალდებულება აღიქმება თავისუფლების შეზღუდვად, ამიტომ სავალდებულო ვერ იქნება ვაქცინაცია ჩვენთან, მაგრამ რაღაც ზომები, მკაცრი დარწმუნების ზომები და მკაცრი რეკომენდაციები უნდა იყოს.

ისრაელში სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები, მაგალითად, ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდიდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები,"- განაცხადა ცერცვაძემ.