ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა კომენდანტის საათზე, და აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, როდესაც მოსახლეობის 30% მაინც იქნება ვაქცინირებული.
„მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე, როდესაც 30%-ზე მაინც ავალთ, ყველაზე ბოლოს ალბათ კომენდანტის საათი მოიხსნება, რა თქმა უნდა, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და პირბადეებს საზოგადოების 90% მოიხმარს, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.