ანა ნაცვლიშვილი:  არავის აქვს უფლება დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი

ანა ნაცვლიშვილი:  არავის აქვს უფლება დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი

არავის აქვს უფლება დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, - ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა კოლეგების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ გუშინ პარლამენტში ოპოზიციონერების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრო.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ამის შემდეგ ყოველთვის გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომ მინისტრებმა თავი მუდმივად ანგარიშვალდებულად იგრძნონ.

„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ერთმა დეპუტატმა მეორეს დაუწესოს მუშაობის გრაფიკი. ვართ დამოუკიდებელი, არჩეული თანამდებობის პირები და მხოლოდ ხალხის წინაშე ვართ პასუხისმგებელი.

ჩვენ, როგორ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, თავად გადავწყვეტთ ამას. არავის, მითუმეტეს კოლეგებს არ აქვთ უფლება, მიუთითონ სხვა კოლეგას, რომელ სხდომას უნდა დაესწროს და რომელს - არა. ამის შემდეგ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ყველა მინისტრმა მუდმივ რეჟიმში თავი ანგარიშვალდებულად იგრძნოს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარალმენტის ტრიბუნიდან ოპოზიონერი დეპუტატები, მათ შორის ანა ნაცვლიშვილი, კოლეგებმა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ. როგორც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათგან ნიშნის მოგებით და მაღალი მორალით საუბარს არ მიიღებენ. „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, როგორც ჩანს ოპოზიციონერი დეპუტატები კმაყოფილები არიან ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით.

 

Ninja ეს ნამდვილად იურისტია? ??
4 წლის უკან
ლაზი ამას თავში ისე აქვს ავარდნილი, მგონი პარლამენტი ნჯო ჰგონია. სამსახურია ბიძიკო ეგ და არა მამაშენის კანტორა. რას ქვია, როცა გინდა მიხვალ რასაც გინდა იმას გააკეთებ. გეყოთ რაც 6 თვე იჭირვეულეთ უზნეო ბავშვივით. სხდომებს თუ არ დაესწრებით, აბა პარლამენტარი დერეფნის სამშვენისია?
4 წლის უკან
Maverick სუ"ლელო", აი ამას ყოლია, თუ ყოლია!
კაი ჩაკუპატებული კი არის, და თუ ასეთი ჩაკუპატებულები ქალები ყავს "ლელო"-ს, ლელოს მხოლოდ თავის კარში დადებს!
4 წლის უკან