სოჭში ვისოცკის მუზეუმი იხსნება

სოჭში ვისოცკის მუზეუმი იხსნება

23 ივლისს ქალაქ სოჭში, ადლერის პანსიონატ “ბურგასის” ტერიტორიაზე ვლადიმირ ვისოცკის მუზეუმი გაიხსნება, რომელიც სამ დარბაზს დაიკავებს. მათში წარმოდგენილი იქნება პოეტის, კომპოზიტორის, მომღერლის და მსახიობის ფოტოები, ავტოგრაფები და პირადი ნივთები.

ტაგანკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, იური ლუბიმოვმა მუზეუმს ვისოცკის საგრიმიორო მაგიდა, ხოლო ვისოცკის დედამ, ნინა მაქსიმოვნამ მომღერლის საყვარელი სათამაშო გადასცეს. ექსპოზიცია შეავსეს სურათებმა, რომლებიც ვისოცკის სიმღერების მოტივზეა შექმნილი. მუზეუმში შემოქმედებითი საღამოების გამართვა და ფილმების ჩვენება იგეგმება.

მუზეუმის დამთვალიერებლებისთვის ექსკურსია დასრულდება ძეგლთან, რომელსაც სახელი –“შავი სანთელი” – ვისოცკისა და ლეონიდ მანჩინსკის რომანის საპატვცემულოდ ეწოდა.

25 ივლისს ვისოცკის გარდაცვალებიდან 30 წელი სრულდება. პოეტი და მომღერალი 43 წლის ასაკში მოსკოვში გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკის სასაფლაოზე.