ალეკო ელისაშვილი:  გაოგნებული ვარ, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს კორონავირუსი და მისი შედეგები - ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ

ალეკო ელისაშვილი:  გაოგნებული ვარ, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს კორონავირუსი და მისი შედეგები - ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ

ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, გაოგნებულია იმით, რომ ოპოზიცია კორონავირუსის საკითხი არ აინტერესებს.

„დღეს მე ვარ გაოგნებული, რომ ოპოზიცია არ შემოვიდა პარლამენტში. არ აინტერესებდათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - კორონავირუსი და მისი შედეგები, ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ. უბრალოდ დაუჯერებელია”,- განაცხადა ელისაშვილმა.

Ninja კაი ერთი, რა გაგიკვირდა. ?
4 წლის უკან