ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში

ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში. თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად "გაიხლართა" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში.

თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა.

ხოდა, ამიტომაც მოიმიზეზა "ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება" და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა. უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ, აი, ასეთ უპრინციპობასთან გვაქვს ახლა საქმე.

ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს.

არ მინდა გირაოო, ახლა გირაოს ითხოვს.

გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო!

თუმცა ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილი ლიდერია ოპოზიციის“, - წერს მჭედლიშვილი.

ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.