ზურაბ ჯაფარიძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ - ოპოზიციამ უნდა გავიაროთ ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ

ზურაბ ჯაფარიძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ - ოპოზიციამ უნდა გავიაროთ ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამნისტიის ერთიანი დოკუმენტის მიღება ვერ მოხდა, მაშინ მხარეებს შორის შეთანხმება ირღვევა.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ. რასაც ისინი აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა. ჩვენ, ოპოზიციამ უნდა გავიაროთ ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც აზრი აქვს. თუ ერთიანი დოკუმენტი ვერ მივიღეთ, ჩემი აზრით ირღვევა შეთანხმება და არღვევს, რა თქმა უნდა „ქართული ოცნება". შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში რა იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედება, გადასაწყვეტია, დღეს აქ მოვედი, რომ დავილაპარაკოთ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ.

ორ ვერსიას განვიხილავთ - ერთი, რომ ალერნატიული კანონპროექტი დავარეგისტრიროთ, რაც იძულებულს გახდის პარლამენტის ნებისმიერ წევრს, ვინც ახლა შესული არის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწიოს, რომელ ვერსიას დაუჭერს მხარს ან მეორე ვერსია არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც თავისას მიიღებენ, ამას შეიძლება დიდი აზრი აღარ ჰქონდეს, ამიტომ დღეს შევიკრიბებით და გადავწყვეტეთ, ვიმსჯელოთ და ან იმ გზით წავიდეთ ან ამ გზით", - განაცხადა ჯაფარიძემ.