საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რას უკავშირდება საპატრიარქოს შენობასთან სამხედრო მანქანების მობილიზება.
„ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო. სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. პატრიარქმა დახმარება გაუწია და გაგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, - წერს ჯაღმაიძე Facebook-ზე.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან სამხედრო ავტომობილების სიმრავლე შეინიშნებოდა.