როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 აპრილს ქუთაისში +25 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მცირე ღრუბლიანობა +24 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

მესტიაში +16 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში +24 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

+25 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +23 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +13 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და ქარის მატება არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარიანი დღე იქნება რუსთავში. სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი.