ლევან იოსელიანი: დღეს მე და ალეკო ელისაშვილმა მხარი დავუჭირეთ კახა კუჭავას - ამ ქვეყნისთვის, მისი კანდიდატურა სწორად მიმაჩნია

ლევან იოსელიანი: დღეს მე და ალეკო ელისაშვილმა მხარი დავუჭირეთ კახა კუჭავას - ამ ქვეყნისთვის, მისი კანდიდატურა სწორად მიმაჩნია

„დღეს, ოპოზიციიდან, მარტო მე და ალეკო ელისაშვილმა დავუჭირეთ მხარი კახა კუჭავას, როდესაც ის ნომინირდა პარლამენტის თავმჯდომარედ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„დღევანდელი დღის მნიშვნელობას უფრო პატარა ამბებს ნუ გადავაყოლებთ. ჩემი აზრით დღეს მნიშვნელოვანი დღეა - გადავდგით ნაბიჯი რაღაც საერთო მიზნისკენ. დღეს მე მამუკა ხაზარაძეს გავუწოდე ხელი და ვუთხარი, რომ ხელს ვუწვდიდი იმისთვის, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მიმაჩნია, რომ დრეს ეს სჭირდება ამ ქვეყანას. ამ გზით ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას. დღეს, ოპოზიციიდან, მარტო მე და ალეკო ელისაშვილმა დავუჭირეთ მხარი კახა კუჭავას, როდესაც ის ნომინირდა პარლამენტის თავმჯდომარედ. მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ მისი კანდიდატურა, ამ კონტექსტში, ამ ქვეყნისთვის, სწორად მიმაჩნია და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.